четверг, 21 ноября 2013 г.


მოხდა შეხვედრა  შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებთან  სოფ. არლის საკვირაო სკოლაში და მოხალისე  მოსწავლეებმა ჩაუტარეს მათ ხელოვნების გაკვეთილი , მოხალისეები გაკვეთილისთვის მოამზადა  ახალციხის სამხატვრო სკოლის მასწავლებელმა ნინო ივანიძემ.აგრეთვე  მოხალისეებმა  შშმ  ბავშვებს შეთავაზეს   მცირე სპექტაკლი  ,,მოხალისეობის“თემაზე,რომლის მომზადებაში მოეხმარათ ბორჯომის  ,,მოზარდების თეატრალური დასის“ ხელმძღვანელი ავთო პაპიძე. შ. შ.მ    ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები.  საჩუქრების შეძენაში წვლილი შეიტანეს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და ბორჯომის #1 ჩამომსხმელმა ქარხანამ.    
  
  
  












пятница, 17 мая 2013 г.

თამარობა 2013



14 მაისს ახალციხეში რაბათის ციხის ტერიტორიაზე, აღინიშნა თამარობის უდიდესი  დღესასწაული ,  სადაც მონაწილეობა მიიღეს, სხვადასხვა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა









понедельник, 13 мая 2013 г.


რატომ სჭირდებათ ორგანიზაციებს მოხალისეები?
მოხალისეს შეუძლია გააფართოვოს ორგანიზაციის სერვისები და დაეხმაროს ორგანიზაციას წამოიწყოს  ის საქმე, რის გაკეთებასაც ისინი სხვაგვარად ვერ ახერხებენ.
არსებობს სამუშაოს ისეთი სფეროები, სადაც ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი შტატისთვის და სადაც მოხალისეს შეუძლია გამოიყენოს თავისი რესურსები შტატის დასახმარებლად.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოხალისეობა ეს ისეთი სამუშაოა, რომელიც არ წარმოშობს არანაირ იურიდიულ ვალდებულებებს, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. ადამიანს აქვს მოტივაციის მრავალი ფორმა იყოს მოხალისე. ორგანიზაციებში მეტად მნიშვნელოვან და ხშირად გადამწყვეტ როლსაც ასრულებენ მოხალისეები.

რატომ სურს ადამიანს იყოს მოხალისე?
მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულებას თან სდევს მრავალი მიზეზი. ადამიანებს გააჩნიათ მოტივაციის სხვადასხა ფორმები, რომ იყვნენ მოხალისეები. ასეთი მოტივაციის ფორმები შეიძლება იყოს:
კარიერის შექმნა და განვითარება, სხვების დახმარებისა და სოციალური სარგებლიანობის შეგრძნების სურვილი, ცოდნის გაღრმავებისა და ლიდერული უნარ–ჩვევების განვითარების სურვილი, საკუთარი CV_ს განვრცობის სურვილი, საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი, ახალი ინტერესების სფეროს გაჩენის მოთხოვნილება, საკუთარი ინიციატივების განხორციელების სურვილი, ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი, თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენების სურვილი, გართობის მოთხოვნილება და სხვა მრავალი.

воскресенье, 12 мая 2013 г.


მოხალისეობრივი სამუშაოს მაგალითები
არსებობს მოხალისეობრივი სამუშაოს მრავალი სახეობა. განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი:
  1. უნარ–ჩვევებზე დამოკიდებული მოხალისეობა გულისხმობს შენი საკუთარი გამოცდილების გამოყენებას სხვათა დასახმარებლად რთულ სამუშაოებზე. მაგალითად სოფლის მეურნეობის საქმეები და სხვა;
2.  მოხალისეობა განვითარებად ქვეყნებში – ბევრი განვითარებადი ქვეყნის მოხალისე მუშაობს ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებში და მომსახურე პერსონალს ეხმარება;
3.  ვირტუალური მოხალისეობა – რომლის დროსაც მოხალისეები ინტერნეტის საშუალებით ავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას;