მოხდა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებთან სოფ. არლის საკვირაო სკოლაში და მოხალისე მოსწავლეებმა ჩაუტარეს მათ ხელოვნების გაკვეთილი , მოხალისეები გაკვეთილისთვის მოამზადა ახალციხის სამხატვრო სკოლის მასწავლებელმა ნინო ივანიძემ.აგრეთვე მოხალისეებმა შშმ ბავშვებს შეთავაზეს მცირე სპექტაკლი ,,მოხალისეობის“თემაზე,რომლის მომზადებაში მოეხმარათ ბორჯომის ,,მოზარდების თეატრალური დასის“ ხელმძღვანელი ავთო პაპიძე. შ. შ.მ ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები. საჩუქრების შეძენაში წვლილი შეიტანეს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და ბორჯომის #1 ჩამომსხმელმა ქარხანამ.
четверг, 21 ноября 2013 г.
пятница, 17 мая 2013 г.
понедельник, 13 мая 2013 г.
რატომ სჭირდებათ ორგანიზაციებს მოხალისეები?
მოხალისეს შეუძლია გააფართოვოს ორგანიზაციის სერვისები და დაეხმაროს ორგანიზაციას წამოიწყოს ის საქმე, რის გაკეთებასაც ისინი სხვაგვარად ვერ ახერხებენ.
არსებობს სამუშაოს ისეთი სფეროები, სადაც ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი შტატისთვის და სადაც მოხალისეს შეუძლია გამოიყენოს თავისი რესურსები შტატის დასახმარებლად.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოხალისეობა ეს ისეთი სამუშაოა, რომელიც არ წარმოშობს არანაირ იურიდიულ ვალდებულებებს, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. ადამიანს აქვს მოტივაციის მრავალი ფორმა იყოს მოხალისე. ორგანიზაციებში მეტად მნიშვნელოვან და ხშირად გადამწყვეტ როლსაც ასრულებენ მოხალისეები.
რატომ სურს ადამიანს იყოს მოხალისე?
მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულებას თან სდევს მრავალი მიზეზი. ადამიანებს გააჩნიათ მოტივაციის სხვადასხა ფორმები, რომ იყვნენ მოხალისეები. ასეთი მოტივაციის ფორმები შეიძლება იყოს:
კარიერის შექმნა და განვითარება, სხვების დახმარებისა და სოციალური სარგებლიანობის შეგრძნების სურვილი, ცოდნის გაღრმავებისა და ლიდერული უნარ–ჩვევების განვითარების სურვილი, საკუთარი CV_ს განვრცობის სურვილი, საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი, ახალი ინტერესების სფეროს გაჩენის მოთხოვნილება, საკუთარი ინიციატივების განხორციელების სურვილი, ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი, თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენების სურვილი, გართობის მოთხოვნილება და სხვა მრავალი.
воскресенье, 12 мая 2013 г.
пятница, 10 мая 2013 г.
ვინ არის მოხალისე?
მოხალისე, ეს არის ადამიანი რომელიც მუშაობს უსასყიდლოდ, თუმცა იღებს სანაცვლოდ არაფულად კომპენსაციას, მაგ: ინტერნეტი, საკვები, ტრენინგები და სხვა სახის სერვისები. ის აძლიერებს და აფართოვებს ორგანიზაციის შესაძლებლობებს, რადგან მას ახმარს საკუთარ ცოდნასა და უნარებს. ხშირად ბევრი ორგანიზაციისათვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი აქვს. ის არის ორგანიზაციაში
მხოლოდ იმიტომ, რომ სურს იყოს მასში, ანუ არის მოტივირებული.
რა არის მოხალისეობა?
შესაბამისად მოხალისეობა–ეს არის სახალისო საქმიანობა, რომელიც ემსახურება თქვენი თავისუფალი დროის და ნიჭის საზოგადოებრივი საქმიანობის სასარგებლოდ გამოყენებას საერთო ინტერესების მქონე თანატოლებთან ერთად.
მოხალისეობა ითვლება ისეთ საქმიანობად, რომელიც აუმჯობესებს საზოგადოების მოქალაქეობრივ თვითშეგნებას, რომლის დროსაც შენ შენი საკუთარი ცხოვრების, გამოცდილებისა და უნარ–ჩვევების დახმარებით გარშემო მყოფ ადამიანებს ეხმარები და სიამოვნებას ანიჭებ.
მოხალისეობრივი საქმიანობის კრიტერიუმები
გამოყოფენ მოხალისეობრივი საქმიანობის ძირითად კრიტერიუმებს. ესენია:
1. სოციალური სარგებლიანობა – მოხალისეობრივი საქმიანობა არსებითად მიმართულია არა თავად მოხალისის, არამედ საზოგადოების სასარგებლოდ. წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმეს და აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტისკენაა მიმართული;
2.
არამატერიალური სარგებლიანობის მიღება – მიუხედავად იმისა, რომ მოხალისე არ ღებულობს მატერიალური სახის სარგებელს, მას არა აქვს ალტრუისტის იმიჯი და მისი მოტივაცია არ შემოიფარგლება
მხოლოდ სხვებზე ზრუნვით. მოხალისეობა შესაძლებლობას აძლევს პიროვნებას, ერთის მხრივ საკუთარი წვლილი შეიტანოს აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მოახდინოს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია
და შეიძინოს ისეთი უნარ–ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მას კარიერულ წინსვლასა და პიროვნულ განვითარებაში.
5.

вторник, 7 мая 2013 г.
ჩემ შესახებ
მე ვარ -
მიშო თამარაშვილი
ასაკი - 16 წლის
ადრე მეგონა რომ - უძლური ვიყავი...,
ყველაზე დიდი დანაკარგი - არასწორი გზით გადადგმული ყოველი ნაბიჯი
როდესაც მღალატობენ - ვეძებ დანაშაულს ან სისუსტეს საკუთარ თავში, ვცდილობ აღმოვფხვრა იგი და მოვიპივო საკუთარი თავის რწმენა. P.s ყოველი ღალატის შემდეგ უფრო ვძლიერდები
მაღიზიანებს - ადამიანები რომელთა მთავარი მიზანი ისაა, რომ არავის არ „ჩამორჩნენ“
ირონიული ვარ - თითქმის ყოველთვის J
მიყვარს - წვიმიან ამინდში სახლში თბილად ყოფნა, საკუთარ თავზე ჭორების მოსმენა ( რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება), როცა „ცდილობენ“ ჩემს დაჩაგვრას, როცა დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გადაწყვეტენ გამიმხილონ ის რასაც უკვე დიდი ხანია ვხვდები
თავისუფალ დროს - ვცეკვავ, ვვარჯიშობ, გიტარაზე ვუკრავ და ვმღერი, ვუშლი ყველას ნერვებს ( ეს ჩემი საუკეთესო გასართობია)
ვნებდები - არასდროს!!!
არ მიყვარს - ტრაბახი, საკუთარი სისუსტის აღიარება, კომპლიმენტების თქმა ( არავისთვის!! ), ბოდიშის მოხდა, პოლიტიკაზე საუბარი, ადამიანების დამცირება და ხალხი ვისთვისაც ეს სულ ერთია, საკუთარი თავის შექება, ადამიანები რომლებიც ცხვირს ყოფენ იქ სადაც მათ არაფერი ესაქმებათ.
ვცდილობ - გავიზარდო და საკუთარი თავი თავად შევქმნა, კერპი არასდროს მყოლია და არც მეყოლება
ადამიანს ვაფასებ - მისი ფასეულობების მიხედვით
ყველაზე მეტად მინდა - ადამიანები ამბობდნენ იმას რასაც ფიქრობენ
არასდროს - შევაქცევ ზურგს მეგობარს, მოვიპარავ, მოვკლავ კაცს, დავაყენებ ოჯახზე წინ რამეს, ვითამაშებ სხვის გრძნებებზე

Подписаться на:
Сообщения (Atom)