понедельник, 13 мая 2013 г.


რატომ სჭირდებათ ორგანიზაციებს მოხალისეები?
მოხალისეს შეუძლია გააფართოვოს ორგანიზაციის სერვისები და დაეხმაროს ორგანიზაციას წამოიწყოს  ის საქმე, რის გაკეთებასაც ისინი სხვაგვარად ვერ ახერხებენ.
არსებობს სამუშაოს ისეთი სფეროები, სადაც ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი შტატისთვის და სადაც მოხალისეს შეუძლია გამოიყენოს თავისი რესურსები შტატის დასახმარებლად.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოხალისეობა ეს ისეთი სამუშაოა, რომელიც არ წარმოშობს არანაირ იურიდიულ ვალდებულებებს, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. ადამიანს აქვს მოტივაციის მრავალი ფორმა იყოს მოხალისე. ორგანიზაციებში მეტად მნიშვნელოვან და ხშირად გადამწყვეტ როლსაც ასრულებენ მოხალისეები.

Комментариев нет:

Отправить комментарий